ნიკი ჰეილი: ნავალნი იმ პუტინმა მოკლა, რომელსაც ტრამპი აქებს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის მსურველი ნიკი ჰეილი ალექსეი ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტმა მოკლა. 

"ეს პუტინმა ჩიადინა. იგივე პუტინმა, რომელსაც დონალდ ტრამპი აქებს და იცავს. ტრამპი, რომელმაც თქვა: ‘თქვენ ამბობთ, რომ მან [პუტინმა] ხალხი მოკლა, მე არ მინახავს ეს,'" - დაწერა ჰეილიმ, საკუთარი X-ის [ყოფილი ტვიტერი] გვერდზე. 

ნიკი ჰეილი ჯერ კიდევ აგრძელებს რესპუბლიკელების პრაიმერისში მონაწილეობას, სადაც იგი აქტიურად უპირისპირდება დონალდ ტრამპს, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, საბოლოოდ, რუსი ოპოზიციონერის სიკვდილი.

ეროვნულ უსაფრთხოებისსაკითხებში აშშ-ს მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ისინი მუშაობან ამ საკითხზე.  

 

მსგავსი სიახლეები