ნორვეგიის ლეიბორისტულმა და ცენტრისტულმა პარტიამ უმცირესობის მთავრობა შექმნეს

 

არჩევნებიდან 4 კვირის შემდეგ ნორვეგიის ლეიბორისტულმა პარტიამ ცენტრისტულ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია და უმცირესობის მთავრობას შექმნის.

ლეიბორისტების ლიდერი იონას გარ სტორი პრემიერ-მინისტრი გახდება და კონსერვატორ ერნა სოლბერგს ჩაანაცვლებს.

არჩევნებზე ლეიბორისტებმა ხმების 26.3% მიიღეს, ცენტრისტები კი მესამე ადგილზე გავიდნენ ხმების 20.4%-ით. 

ლეიბორისტები უმრავლესობის შექმნას სხვა მემარცხენე პარტიებთან ერთად გეგმავდნენ, თუმცა, მათთან შეთანხმება კლიმატის, საგადასახადო და ინდუსტრიულ პოლიტიკაზე ვერ შეძლეს.

ნორვეგიაში უმცირესობის მთავრობები ხშირია. წინა პრემიერი, სოლბერგი 2013 წლიდან ქვეყანას თითქმის ყოველთვის უმცირესობის მთავრობით მართავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უმრავლესობა არ ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულ კანონებსა გადაწყვეტილებებს სხვა პარტიები უჭერდნენ მხარს.

 

 

მსგავსი სიახლეები