პენსი ტრამპზე, დესანტისზე, რამასვამიზე: ასეთი ადამიანების გამოა ომი ისრაელსა და უკრაინაში
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკ პენსმა დაგმო მისი პარტიის კანდიდატების რიტორიკა, რომელმაც, მისი აზრით, ხელი შეუწყო აგრესიას უკრაინასა და ისრაელში.
პენსმა თავისი მოსაზრება CNN-ის ეთერში კვირას გამოთქვა.
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის კომენტირებისას, პენსმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, რომლის მცდელობამ ირანთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, მისი აზრით, "შექმნა პირობები ამ უპრეცედენტო ტერორისტული თავდასხმისთვის."
"მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც წამყვანი კანდიდატები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, ვივეკ რამსვამი და რონ დესანტისი, მხარს უჭერენ ამერიკის უკან დახევას თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლიდან," - თქვა მან.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ასევე ჰამასის შეჭრა ისრაელში იყო არაპროვოცირებული და აჩენს კითხვას, შეასრულებს თუ არა შეერთებული შტატები თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.
"დახოცილების ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მოდის ორივე ომის თეატრიდან, გვახსენებს, რომ ამერიკა არის თავისუფალი სამყაროს შეუცვლელი ლიდერი. და თუ მე ვიქნები შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ამერიკის სიძლიერით," - დაასკვნა პენსმა.
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ივნისში გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში.