რეჯეფ თაიპ ერდოღანი მაისში ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის თქმით, მაისში რამაზანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ ყარაბაღში ქალაქ შუშაში ვიზიტს გეგმავს. "მნიშვნელოვანია, რომ თიურქულენოვანმა ქვეყნებმა გააგრძელონ აზერბაიჯანის მხარდაჭერა ყარაბაღში მდებარე, თიურქული ძეგლებისა და განახლების დაცვის საქმეში. ვიმედოვნებ, რომ რამაზანის დღესასწაულის შემდეგ ჩვენ მოვინახულობთ შუშას, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დღესასწაული იქნება."
ერდოღანის თქმით, შუშას აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ეწვევა. ყარაბაღში მდებარე ქალაქი შუშას დაკავება ყარაბაღის ხუთკვირიანი ომის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი გახდა. აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქი შუშა გასული წლის ნოემბერში სამხედრო დაპირისპირების დასკვნით ეტაპზე დაიკავა. შუშა ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, სწორედ ამ ქალაქზე გადის გზა, რომლითაც სტეფანაკერტი სომხეთს უკავშირდება. 1990-იან წლებში ყარაბაღის პირველი ომის დროს ქალაქი სერიოზულად დაზიანდა, ამ დროისთვის შუშის მოსახლეობა დაახლოებით 4 000-ს ადამიანს შეადგენს.
აზერბაიჯანული არმიის მიერ შუშის დაკავებიდან რამდენიმე საათში მოსკოვის შუამოვლობით ერევანმა და ბაქომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამავე შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ყარაბაღის მახლობლად მდებარე 5 რაიონი, რომლებსაც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხები აკონტროლობდნენ. გასული წლის შემოდგომაზე ომის შედეგად აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა თვისობრივად ყარაბაღის დიდი ნაწილიც დედაქალაქ სტეფანაკერტის გარდა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად ყარაბაღში რამდენიმე ათასი რუსი სამშვიდობო ჩავიდა, მათთან ერთად პროცესს აკვირდება რამდენიმე ათეული თურქი სამხედროც.
ომის შედეგად გარდაცვლილებების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია, დეკემბერში აზერბაიჯანმა 2 800 დაღუპული სამხედროს შესახებ განაცხადა, 2 600 დაღუპულია ოფიციალურად სომხეთის მხარეს.