რიოს პოლიციას მოსახლეობა რეიდისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა მკაცრად გააკრიტიკა რიო დე ჟანეიროში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და შესაძლო სიკვდილით დასჯის გამო.
ქალაქის ისტორიაში ყველაზე სისხლიან სპეცოპერაციას 25 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი შეეწირა.
ქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ეჭვმიტანილები დანებების მიუხედავად, დახოცეს.
პოლიცია დანაშაულის ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიციელები თავს იცავდნენ.
რიო დე ჟაინერიო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქალაქია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილები კრიმინალის კონტროლის ქვეშაა. სამართალდამცავებს ხშირად ადანაშაულებენ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში მსგავსი სპეცოპერაციებისას.
ბრაზილიის სახალხო დამცველმა, მარია ჟულია მირანდამ განაცხადა, რომ ადგილობრივებმა მას უთხრეს, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი პოლიციელებმა საძინებელში მოკლეს და ეს მისმა ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით იხილეს.
მირანდას თქმით ის “შოკში იყო” ნანახით. მან განაცხადა, რომ ამ სახლში “კედლებსა და იატაკზე სისხლის და ტყვიების კვალი იყო.”