რობერტ ფიცოს მთავრობა პროკურატურის ოფისს ხურავს რომელიც კორუფციას იძიებს

სლოვაკეთის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დაიხურება.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას.

კანონპროექტს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. რობერტ ფიცოს კოალიციას 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატი აქვს. პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება აქვს. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა, სამთავრობო კოალიციას ვეტოს უბრალო უმრავლესობით დაძლევა შეუძლია.

კონტექსტი

30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა.

კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.

რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.

 

მსგავსი სიახლეები