რომის პაპი მხარს უჭერს კორონავირუსის ვაქცინების პატენტზე უარის თქმას
რომის პაპმა ფრანცისკემ შაბათს მხარი დაუჭირა კორონავირუსის ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოხსნას.
გამოქვეყნებული ვიდეოში, რომელიც საქველმოქმედო კონცერტზე აჩვენეს, პაპმა “ჩაკეტილ ნაციონალიზმს” ვირუსის ერთ-ერთი ვარიანტი უწოდა, რაც ხელს უშლის “ვაქცინების ინტერნაციონალიზმს.”
“[ვირუსის] ერთ-ერთი ვარიანტია როდესაც ჩვენ ბაზრის კანონებს და ინტელექტუალურ საკუთრებას ვაყენებთ სიყვარულის კანონებზე და ჯანმრთელობაზე მაღლა”, - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაქცინების პატენტის შეჩერებას მხარი წინა კვირაში დაუჭირა. მაგრამ ამ იდეას ევროპელი ლიდერების სკეპტიციზმი მოჰყვა. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ აჯობებს ამერიკამ და ბრიტანეთმა ვაქცინების ექსპორტზე არსებული დე-ფაქტო აკრძალვა მოხსნან და თავიანთი ვაქცინის მარაგები სხვებს გაუზიარონ.
“ევროპელებს არ გვჭირდება ჭკუის სწავლება”, - განაცხადა ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ.
“ამერიკას ვაქცინის არცერთი დოზა არ მოუწოდებია ბოლო 6 თვის განმავლობაში. ევროპა არის ის, ვინც აწარმოებს ვაქცინებს თავისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.”