რუსებმა ხერსონი დაბომბეს: დაიღუპა 21 ადამიანი, დაიჭრა - 48
3 მაისს ხერსონისა და ხერსონის რეგიონის მუდმივი დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 48 - დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მაისს ფეისბუქზე განაცხადა.
"ეს მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს.
რკინიგზის სადგური და გადასასვლელი, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სასურსათო მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური - იცით, რა საერთო აქვთ ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონსა და ხერსონის რეგიონში.
ამ დროისთვის - 21 გარდაცვლილი! 48 დაჭრილი! ყველა მშვიდობიანი მოქალაქე! ერთ არასრულ დღეში! ერთ უბანში! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ დამნაშავეს. ჩვენ დავამარცხებთ ბოროტ ქვეყანას და ყველა დამნაშავეს პასუხს ვაგებინებთ!" - აღნიშნა ზელენსკიმ.