რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და Z-ბლოგერები ЗСУ-ს იერიშის შესახებ იუწყებიან

უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და Z-ბლოგერები ცნობებს ავრცელებენ.

ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ გავრცელებული ცნობები, ირიბად დაადასტურა ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ. 

პირველი ცნობები, უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 4 ივნისს გაავრცელა. შოიგუს უწყებაში განაცხადეს, რომ ЗСУ-მ, იერიში, დონეცკის სამხრეთში დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და სანაცვლოდ მტკივნეული დანაკარგები მიიღეს."

შოიგუს სამინისტროსგან განსხვავებით, უკრაინის არმიის გარკვეულ წარმატებაზე წერენ Z-ბლოგერები. "ვაგნერთან" დაახლოებული სიმიონ პეგოვის ტელეგრამ-არხი WarGonzo წერს, რომ უკრაინის არმია, ნოვოსიოლოვკისა და ვუჰლედარის მიმართულებით უტევს, სადაც ვითარება სულ უფრო "საგანგაშო" ხდება. პეგოვის ცნობით, ЗСУ-ს დანაყოფებმა, დასახლება ნოვოდონეცკში პოზიციების დაკავება შეძლეს. 

ე.წ. ДНР-ში როსგვარდიის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ალექსანდრ ხოდაკოვსკის თქმით, რუსეთის საჰაერო დაზვერვის შეზღდული შესაძლებლობების მიზეზით, ЗСУ-ს მოიერიშე დანაყოფები, შეტევის პოზიციაზე შეუმჩნევლად გავიდნენ. 

ვუჰლედარის სამხრეთში, უკრაინის შეტევის შესახებ Комсомолская правда-ს სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ კოციც წერს. მისი თქმით, უკრაინის არმია უტევს ბახმუტის მიმართულებით, ხოლო არტილერიით ცდილობს ოკუპანტების პოზიციების განადგურებას სოლედარში. 

რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული ცნობების პასუხად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ "მოსკოვი ააქტიურებს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და ავრცელებენ არასანდო ცნობებს უკრაინის ჯარების მოქმედების შესახებ."

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის არმიის აგრძელებს წინსვლას ბახმუტის რაიონში.

4 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა ციტატა ჯგუფ Depeche Mode-ის სიმღერიდან Enjoy the Silence (ისიამოვნო სიჩუმით).

ბოლო დღეებში, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ ЗСУ-ს კონტრიერიშის დაწყების ვადები დამტკიცებულია, ხოლო უკრაინის არმია მზად არის მასშტაბური ოპერაციის დასაწყებად. 

კონტექსტი 

უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ მხოლოდ მაისში რუსული წყაროები რამდენიმეჯერ იტყობინებოდნენ, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო. ამ ცნობების გამოქვეყნებიდან მოკლე დროშივე ირკვეოდა რამდენიმე, რომ უკრაინის კონტრიერიში სინამდვილეში არ დაწყებულა. 

 

მსგავსი სიახლეები