რუსულ მაღაზიებში საქონლის ქურდობა 18%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე რუსული მაღაზიებიდან საქონლის ქურდობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა, იუწყება RBC NTechLab სახის ამოცნობის სისტემის შემქმნელზე დაყრდნობით.
საქონლის ტოპ ხუთ კატეგორიაში, რომლებიც ყველაზე ხშირად გატანილია მაღაზიებიდან, არის საკონდიტრო ნაწარმი, ძეხვეული, ალკოჰოლი, ყველი, ყავა და კაკაო, ხოლო მოპარული საქონლის საშუალო ღირებულება 1.5 ათასი რუბლია, რაც 25%-ით მეტია წლის მაჩვენებელზე.
ექსპერტები ქურდობის რაოდენობის ზრდას მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარის მკვეთრ კლებასა და ფასების ზრდას უკავშირებენ.
რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ აპრილში 17.83% შეადგინა. ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა 23%-ს მიაღწიოს.