საბერძნეთში ხანძრების გამო სოფლების და მონასტრების ევაკუაცია დაიწყო
მასშტაბურმა ხანძრებმა საბერძნეთში ათობით სახლი დააზიანა და სამაშველო სამსახურებმა ხუთშაბათს ასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყეს.
სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში 17 სახანძრო თვითმფრინავი და სამი შვეულმფრენია ჩართული. ხანძრის ეპიცენტრი ათენის დასავლეთით, 70 კილომეტრის მანძილზე საკურორტო ქალაქ ლოუტრაკიშია.
ხანძრის კვამლმა უკვე ათენამდეც მიაღწია. ამ დროისთვის სამაშველო სამსახურებმა 14 დასახლების და ორი მონასტრის ევაკუაცია მოახდინეს. ცეცხლმა სანაპირომდეც მიაღწია და მეთევზეების ნავები დაწვა.
საბერძნეთში ცხელი ზაფხულის პერიოდში ხანძრები ხშირად არის.