საფრანგეთი "მზადაა ისაუბროს" გვადელუპის ავტონომიაზე
საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის ისაუბროს გვადალუპასთვის ავტონომიის მიცემაზე. კუნძულებზე ბოლო დღეებში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
"ზოგიერთმა არჩეულმა თანამდებობის პირმა ავტონომიის საკითხი დააყენა. ისინი თვლიან, რომ თავად უკეთ შეძლებენ გვადალუპის მართვას," თქვა სებასტიან ლეკორნუმ, საფრანგეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიების მინისტრმა. "ხელისუფლება მზადაა ამაზე ისაუბროს. არ არსებობს ცუდი დებატი იქამდე, ვიდრე ეს დებატი რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება."
გვადალუპა საფრანგეთის 5 ზღვისგადაღმა დეპარტამენტიდან ერთ-ერთია. წინა კვირაში, გვადალუპის ტერიტორიაზე სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ჩატარდა.
პროტესტს დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც პოლიციელები დაშავდნენ. არეულობა მეზობელ კუნძულ მარტინიკზეც დაიწყო, რომელიც ასევე საფრანგეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიაა.
საფრანგეთმა კუნძილზე სპეცრაზმი გაგზავნა. პარასკევს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კუნძულზე მცხოვრები მედიცინის მუშაკებისთვის და მეხანძრეებისთვის ვაქცინაციის ბოლო ვადა 31 დეკემბრამდე გადადო.