საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცნობილი კასტექსისა და ბელგიის პრემიერის, ალექსანდრ დე კროს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გახდა.
მასთან შეხვედრის შემდეგ ბელგიის პრემიერი და ოთხი მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერის 11 წლის შვილსაც. მისი ადმინისტრაციის განცხადებით, კასტექსი 10 დღიან იზოლაციაში გადავა. BFMTV-ის ცნობით, მას სიმპტომები არ აქვს.
კასტექსი შეხვედრებისას სოციალური დისტანციის რეკომენდაციას არ იცავდა. სამშაბათს საფრანგეთის პრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა.