საფრანგეთის საგარეო მინისტრი: ვშიშობ, რომ საქართველოს ევროპული გზა შეფერხდება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა სტეფან სეჟურნემ, ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა, სადაც მისი ყურადღება საქართველოსაც დაეთმო.
დეპუტატის მიერ დასმული კითხვის პასუხად, სეჟურნემ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი, აშკარად რუსუთისგანაა შთაგონებული.
"საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ცალსახად შთაგონებულია რუსეთისგან, საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, უფრო მეტიც - გაწევრებას"- განაცხადა სეჟურნემ.
მან ასევე დაგმო, მშვიდობიანი დემონსტრანრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები.
"გადაწყვეტილება, ევროკავშირის ყველა წევერმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს და არა ცალკეულად საფრანგეთმა, რადგანც ეს კოლექტიური საკითხია. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პროცესის განვითარებას, რაც ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოზიტიური ნიშანია კონსტიტუციაში ევროპული გაერთიანებისკენ სწრაფვის ასახვა, ასევე საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.
"თუმცა, მეორე მხრით კი, მე ვხედავ ტექსტს, რომელიც ძირს უთხრის ამ ნებას," მისი თქმით, მოცემულ მომენტში ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდეს.
"ვშიშობ, რომ საქართველოს ევროპული გზა შეფერხდება."
სტეფან სეჟურნეს თქმით, ის არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, თუმცა ამ კანონის საფუძველზე, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.