საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

პარლამენტის ქვედა პალატის შემდეგ, საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზულიციას მხარი დაუჭირა 327 სენატორმა, 16-მა კი წინააღმდეგ. 

საფრანგეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება - "ასეთი დანაშაულები არასდროს უნდა განმეორდეს და არასდროს უნდა დავივიწყოთ."

რეზულიცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას საჯაროდ დაგმოს გენოციდი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. 

კონტექსტი 

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარა 20-ზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ. ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება ბელგიასა და ისლანდიაში მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები