საფრანგეთში "მაღალი პათოგენურობის" ფრინველის გრიპი აღმოაჩინეს

 

საფრანგეთში, ბელგიის საზღვართან მდებარე ფერმაში "მაღალი პათოგენურობის" ფრინველის გრიპის შტამი აღმოაჩინეს.

ეს შარშანდელი ზამთრის შემდეგ ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევაა.

ვირუსი საფრანგეთის შესაბამის ლაბორატორიებში გამოიკვლიეს. გადაწყდა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქალაქ ვარჰემის ირგვლივ, 10 კილომეტრის რადიუსში ყველა ფრინველი უნდა მოკვდეს.

გრიპის შემთხვევები ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციაშიც დაფიქსირდა. ბელგიის საკვების უსაფრთხოების სააგენტომ ვირუსის შესაჩერებლად დამატებითი ზომები მიიღო. ფერმერებმა ქათმები გალიებში უნდა ჩაკეტონ, მიმდებარე ქალაქებში კი ქათმების ბაზრობები აიკრძალა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა საშიში არ არის.

 

 

მსგავსი სიახლეები