საფრანგეთში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში სავალდებულო კარანტინი დაწესდება
საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის 10-დღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს. ქვეყანაში ვირუსის "დელტა" შტამის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
კანონპროექტის თანახმად, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ადამიანები და მათი ოჯახის წევრები სახლში უნდა დარჩნენ და გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ დილის 10-დან 12 საათამდე ექნებათ.
რეგულაციების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის. თუმცა ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან და სხვა “წითელ სიაში” მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსული აუცრელი ტურისტებისთვის იზოლაციის დარღვევაზე ჯარიმა 1 500 ევროა.
კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებისას შესაძლოა შეიცვალოს.
პარლამენტი სავალდებულო კარანტინზე 21 ივლისს იმსჯელებს.