საუდელი პრინცესა სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

 

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი ბასმა ბინთ საუდი და მისი ქალიშვილი სუჰუდი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბასმა ბინ საუდი საუდელმა სამართალდამცავებმა 2019 წლის მარტში დააკავეს, ისე, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

57 წლის საუდელი პრინცესა უფლებების დაცვის სფეროში აქტივიზმით გამოირჩეოდა და საკონსტიტუციო რეფორმას უჭერდა მხარს.

ბინ საუდის ოჯახის განცხადებით, მისი დაკავება საუდის არაბეთში „ადამიანის უფლებების დარღვევების ღია კრიტიკასთან“ იყო დაკავშირებული.

საუდის არაბეთის ხელისუფლებას პრინცესის პატიმრობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

სხვები თვლიან, რომ პრინცესა ყოფილი ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ ნაიფის დაახლოებული პირი იყო, რომელიც მოქმედი ტახტის მემკვიდრის, მუჰამად ბინ სალმანის მეტოქედ ითვლება.

ბასმა მეფე საუდ ბინ აბდულაზიზ ას-საუდის (1953-1964) ყველაზე ახალგაზრდა შვილია.

მსგავსი სიახლეები