შესაძლოა ამ კვირაში აშშ-მ უკრაინას Abrams-ები, გერმანიამ კი Leopard-ები გადასცეს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გადაცემისკენ იხრება, შესაბამისი გადაწყევტილების შესახებ თეთრმა სახლმა უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემის ცნობით, Abrams-ების გადაცემა გერმანიასთან ერთობლივი შეთანხმების ნაწილი იქნება, რომლის ფარგლებშიც გერმანია უკრაინას შედარბით მცირე რაოდენობის Leopard-ების გადასცემს და გარდა მოკავშირეებს რეექსპორტის ნებართვას მისცემს. 

კონტექსტი

უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემის შესახებ დისკუსია გასულ კვირებში გააქტიურდა. მთავარ წინაღობას გერმანიის პოზიცია წარმოადგენდა. ეს საკითხი იყო ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის ბოლო სატელეფონო საუბრის თემაც. 

გამოცემის ცნობით, ოლაფ შოლცმა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემის წინაპირობად აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის მძიმე საბრძოლო ტანკების გადაცემა დაასახელა. 

თავის მხრივ პენტაგონში აცხადებდნენ, რომ Abrams-ის ტიპის ტანკების ეფექტური მართვა დანადგარის სპეციფიურობიდან გამომდინარე უკრაინისთვის ძალიან რთული იქნებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები