შოიგუ: უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მთავარი ამოცანა დონბასის 'გათავისუფლებაა'

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვიდეო-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დასახული ამოცანის პირველ ნაწილს მიაღწიეს და იერიში ახლა დონბასის რეგიონის „გასათავისუფლებლად“ გაგრძელდება.

აშშ-ს თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსული საოკუპაციო ძალები ბოლო დღეებში ფოკუსირებას სწორედ დონბასის ფრონტის მიმართულებით ახდენენ.

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა დონბასში თავმოყრილი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა სცადოს, რითაც უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში ახალ ბერკეტს შეიძენენ. 

 

მსგავსი სიახლეები