შოლცი: ჩვენ კვლავ ერთიანები ვართ, ეს არის ჩვენი გზავნილი პუტინის მიმართ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანიაში დიდი შვიდეულის G7-ის სამიტს მასპინძლობს. 

"ჩვენ კვლავ ერთიანები ვართ, ეს არის ჩვენი გზავნილი პრეზინდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ",- წერს კანცლერი თავის ტვიტერზე. 

შოლცმა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან. 

გერმანიაში დიდი შვიდეულის ლიდერების შეკრების პარალელურად რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა მათ შორის, კიევზეც სადაც ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. 

 

მსგავსი სიახლეები