შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე კოვიდ-პასპორტებს მხარი დაუჭირეს

 

შვეიცარიაში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე კოვიდ-პასპორტებს მხარი დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტისთვის მისაღებია რესტორნებში, ბარებში და სხვა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდ-სერტიფიკატების მოთხოვნა.

რეფერენდუმის ჩატარება ბოლო ოთხ კვირაში კორონვირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდას მოჰყვა.

სერტიფიკატებს მხარს თითქმის ყველა შვეიცარიული პარტია უჭერდა. წინააღმდეგი მხოლოდ ულტრამემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტია იყო, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი აზრის კვლევებით პირველ ადგილზეა.

წინა რეფერენდუმი ქვეყანაში ივნისში ჩატარდა, რომელზეც მოსახლეობის 60%-ზე მეტმა მთავრობის მიერ ვირუსის შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს მხარი დაუჭირა.

შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიაა, სადაც 100 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე რეფერენდუმი ტარდება.

 

 

მსგავსი სიახლეები