TАСС: პუტინის გადადებული ყოველწლიური მიმართვა 20-21 თებერვალს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის გადადებული მიმართვა ფედერაციის საბჭოსადმი შესაძლოა 20-21 თებერვალს გაიმართოს. 

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

იმავე თარიღებს ასახელებს პროპაგანდისტული РИА новости-ც. წყაროები გამორიცხავენ, რომ პუტინის მიმართვა უკრაინაში შეჭრის წლისთავზე. 24 თებერვალს გაიმართება. 

კონტექსტი 

გასულ 2022 წელს ვლადიმირ პუტინს არ ჰქონია ყოველწლიური მიმართვა ფედერაციის საბჭოსადმი, ასევე პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარდა პირდაპირი ხაზის სახელით ცნობილი სატელევიზიო მარათონი. 

კრემლში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აცხადებდნენ, რომ მიმართვაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო, თუმცა დმიტრი პესკოვი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებდა. 

გასული წლის მიწურულს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მიმართვა აუცილებლად შედგებოდა, ხოლო მისი გადადების მიზეზით გასული წლის მოვლენებით დატვირთულობა დაასახელა. 

თავისი მმართველობის საწყისში წლებში ვლადიმირ პუტინის მიმართვა ფედერაციის საბჭოსადმი როგორც წესი წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში იმართებოდა. 2018 წლიდან მოყოლებული ფედერაციისადმი მიმართვა წლის კალენდრიდან ამოვარდა და გასული წლის მიმართვები ძირითადად იანვრიდან მარტამდე პერიოდში იმართებოდა. 

მსგავსი სიახლეები