თეთრი სახლი: პრეზიდენტს რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ არ მოუწოდებია

თეთრმა სახლმა ოპერატიულად განმარტა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები ვლადიმირ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით. 

ვარშავაში უკრაინის საკითხზე ვრცელი სიტყვაში ჯო ბაიდენმა თქვა "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი [ვლადიმირ პუტინი] ვერ დარჩება ხელისუფლებაში". 

თეთრი სახლის განმარტებით, პრეზიდენტი ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს საშუალება მოახდინოს ზეწოლა რუსეთის მეზობლებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე.

"პრეზიდენტი არ საუბრობდა პუტინის ძალაუფლებაზე რუსეთში და რეჟიმის შეცვლაზე", - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

___________________________________________

გთავაზობთ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად თეზისებს: 

  • 24 თებერვლამდე 21-ე საუკუნეში ცხოვრობდა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაცია 19-ე საუკუნეში დაბრუნდა;
  • ამერიკელი სამხედროები ევროპაში ნატოს დასაცავად არიან; 

  • სანქციების შედეგად, რუბლი ფერფლად გადაიქცა - დასავლეთმა შეტევა მიიტანა რუსეთის ეკონომიკის შუაგულზე, ისე რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ომის ფინანსირება;

  • რუსი ოლიგარქები ეხმარებოდნენ რეჟიმის უკრაინაში შეჭრის სამზადისში და დასავლეთმა მათ ყველაფერი წაართვა; 

  • დასავლეთი კრემლს სთავაზობდა რეალურ ზომებს ვითარების სტაბილიზაციისთვის, მაგრამ კრემლმა ეს წინადადებები უარყო;

  • ეს ომი უკვე არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი;
  • რუსეთის მოსახლეობა დასავლეთის და აშშ-მტერი არ არის, მხოლოდ ამ თვეში ათასობით რუსმა დატოვა სამშობლო, ისინი არ უჭერდნენ მხარს ამ ომს:

  • რუსეთს სურდა, რომ ჩვენ შეგვემცირებინა ნატოს ჯარების რაოდენობა მის საზღვრებთან, მაგრამ ახლა ჩვენი კონტინგენტი რუსეთის საზღვრებთან არის გაზრდილი; 

  • დემოკრატიებმა ძალები რამდენიმე თვეში აღიდგინეს, რასაც ადრე წლები სჭირდებოდა;

  • პუტინის გაცხადებული მიზანი უკრაინის დენაციფიკაციაზე ცინიკური ტყუილია;

  • პუტინმა უნდა დაასრულოს ომი და ის ვერ დარჩება ხელისუფლებაში;

  • რუსეთი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინას;

მსგავსი სიახლეები