ტრამპისგან გამოსული სტუბი ამბობს, რომ აშშ ამზადებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ამზადებს.
State Of Play: ამის შესახებ ალექსანდრ სტუმბმა დონალდ ტრამპთან გამართული 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სტუბის თქმით, ტრამპს სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება 20 აპრილამდე სურს (წელს ამ დღეს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა აღიშნინება. ამასთანავე ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღე იქნება გასული).
- სტუბის თქმით, იმ შეთმხვევაში, თუ კრემლი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება საჭირო იქნება სანქციების მექანიზმის გამკაცრება.
- "ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე პრეზიდენტ ტრამპთან და სენატორ, ლინდსი გრემთან - სანქციების ახალი პაკეტის არქიტექტორთან, რომელიც უახლოეს მომავალში წარადგენს შესაბამის ინიციატივას 50 სენატორის მხარდაჭერით"- ამბობს სტუბი.
- გრემი ესწრებოდა სტუბისა და ტრამპის შეხვედრას მარ-ა-ლაგოში, რომლის განმავლობაში პრეზიდენტებმა გოლფიც ითამაშეს.
Big Picture: სტუბის თქმით, ამერიკაში ვიზიტის შედეგად დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ამერიკის მოთმინებაც იწურება, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპისაც.
- "ის ძალიან შეუწყნარებელია რუსეთის მოქმედებების მიმართ და იმით, რომ რუსეთი აჭიანურებს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე ვას ვუთხარი, რომ ეს რუსეთის ტიპური ქცევაა - ჯერ თქვენ მოილაპარაკებთ რაღაცაზე და შემდეგ რუსეთი ახალ პირობებს აყენებს"- განაცხადა სტუბმა.
- ფინეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო მომდევნო კვირებში ლინდსი გრემის განცადებებს უნდა დააკვირდეს.
- "მე გავეცანი ამ ინიციატივებს და მათ ამოქმედებას ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება."
Context: ცოტა ხნის წინ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ გააცოფა პუტინის საუბრებმა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებაზე საუბარმა და კრემლს ნავთობის გაყიდვის შეზღუდვით დაემუქრა.