თურქეთი: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა 1 აგვისტოდან დაიწყოს

თურქეთი ელის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის დერეფნის გავლით 1 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა კვირას, 31 ივლისს განაცხადა.

კალინის თქმით, რამდენიმე დეტალია გასარკვევი. როგორც კიევში აღნიშნეს, გასული წლის მოსავლის 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული ექსპორტზეა გასატანი.

იქამდე სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კონტროლის ცენტრი გაიხსნა. თურქეთს მიაჩნია, რომ ცენტრს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში, განაცხადა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

საკოორდინაციო ცენტრი დაარეგისტრირებს სავაჭრო გემებს და თვალყურს ადევნებს მათ მოძრაობას, კერძოდ, თანამგზავრული მონაცემების დახმარებით, თქვა აკარმა.

გემებმა ბოსფორის სრუტის გავლისას შემოწმება უნდა გაიარონ გემზე იარაღის არარსებობაზე.

ცენტრის შექმნა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია და უკრაინის პორტების ბლოკადის დასრულებას ისახავს მიზნად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაადასტურა შეთანხმების ხელმოწერა. გენერალური მდივნის თქმით, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან მოხდება - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.

მსგავსი სიახლეები