უკრაინა ბახმუტს ელიტარული ნაწილებით აძლიერებს - ბრიტანული დაზვერვა
უკრაინის სამხედრო სარდლობა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს ელიტარული ნაწილებით აძლიერებს. ამის შესახებ 4 მარტს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქალაქ ბახმუტის დამცველები მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, ქალაქსა და მის შემოგარენში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსული არმიის რეგულარული ძალები და "ვაგნერის" მებრძოლები ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში შევიდნენ, რომელიც ამჟამად უკრაინული ძალების გამაგრებული პუნქტია და დაუცველია რუსული თავდასხმებისგან სამი მიმართულებით.
"უკრაინა ტერიტორიას ელიტარული შენაერთებით ამაგრებს და ბოლო 36 საათის განმავლობაში ბახმუტში ორი საკვანძო ხიდი განადგურდა, მათ შორის სასიცოცხლო ხიდი, რომელიც ქალაქს ბახმუტს ქალაქ ჩასოვ იართან აკავშირებს. ქალაქის მომარაგების მარშრუტები სულ უფრო მეტად იზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.