უკრაინა: გუშინ 180 რუსი ოკუპანტი და ერთი რუსული თვითმფრინავი გავანადგურეთ

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 39 700 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ 25 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 180-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.

რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1730 (+8);
  • ჯავშანტექნიკა - 3950 (+8);
  • საარტილერიო სისტემები - 876 (+7);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარეი - 257 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 116 (+3);
  • თვითმფრინავი - 222 (+1);
  • ვერტმფრენი - 188;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 719 (+5);
  • ფრთოსანი რაკეტები - 174 (+4);
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2832 (+9);
  • სპეცტექნიკა - 73.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.

მსგავსი სიახლეები