უკრაინა: გუშინ 200 რუსი ოკუპანტი, ხუთი ტანკი და რვა საარტილერიო სისტემა გავანადგურეთ

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაახლოებით 31 700 ჯარისკაცს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 9 ივნისს განაცხადა.

გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 200 დამპყრობელი გაანადგურეს.

რუსეთის სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1398 (+5);
  • ჯავშანტექნიკა - 3438 (+9);
  • საარტილერიო სისტემები - 711 (+8);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები - 213;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 96;
  • თვითმფრინავები - 212;
  • ვერტმფრენები - 178;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 562 (+3);
  • ფრთოსანი რაკეტები - 125;
  • გემები / ნავები - 13;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2421 (+15);
  • სპეცტექნიკა - 53.

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები