უკრაინა: სამხრეთში რუსები დნეპერზე ხიდების და გადასასვლელების აღდგენას ცდილობენ
უკრაინის სამხრეთში რუსი დამპყრობლები ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 1 აგვისტოს ფეისბუქზე განაცხადა.
"სამხრეთის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე და ჩვენი ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთაზე. შეჯახების ხაზის გასწვრივ ის ისვრის ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მტერი თვითმფრინავებით ზვერავდა და ბომბავდა ბელაია კრინიცას (მიკოლაივის რეგიონის სოფელს) და ანდრეევკას (ხერსონის რეგიონი).
"მტერი ცდილობს აღადგინოს დანგრეული და დაზიანებული ხიდები და გადასასვლელები მდინარე დნეპერზე საინჟინრო ქვედანაყოფების დახმარებით", - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.