უკრაინაში გაზისა და გათბობის ტარიფის გაზრდაზე მორატორიუმი დაწესდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მოსახლეობისთვის გაზისა და გათბობის ტარიფების გაზრდაზე მორატორიუმის შემოღების შესახებ.

ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული N7427 კანონპროექტის "ბუნებრივი აირის ბაზარზე და გათბობის მიწოდების სფეროში საომარი მდგომარეობის დროს ურთიერთობის მოწესრიგების თავისებურებებისა და შემდგომი აღდგენის შესახებ" განმარტებით ბარათში ვკითხულობთ.

29 ივლისს რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს და მისი შეწყვეტიდან ან გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გაზრდაზე მორატორიუმს აწესებს.

3 აგვისტოს კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერა. 18 აგვისტოს კი კანონი რადაში "დაბრუნდა პრეზიდენტის ხელმოწერით", ნათქვამია დოკუმენტში არსებულ განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები