უკრაინელები ხერსონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ - ISW
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) 22 აპრილის მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის რეგიონში პოზიციები დაიკავეს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, რუსმა "სამხედრო კორესპონდენტებმა" უამრავი გეო-რეფერირებული ვიდეო და ტექსტური შეტყობინება გამოაქვეყნეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს.
"რუსი ბლოგერის მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები მდინარე დნეპრის ნაპირებზე, ოლეშკის ჩრდილოეთით (ხერსონიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) და დაწინაურდნენ დასახლების ჩრდილოეთ კიდეზე, E97 გზატკეცილზე. ასევე საზაფხულო კოტეჯების დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ).
კადრები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჯარები შესაძლოა ვერ აკონტროლონ კუნძულებს მდინარეებზე კონკა და ჩაიიკა, რომლებიც მდებარეობს უკრაინელი სამხედროების გეოლოკაციის პოზიციებიდან ჩრდილოეთით ნახევარ კილომეტრზე, ანტონოვსკის ხიდთან", - ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.
ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ 20 და 22 აპრილს რუსმა "სამხედრო კორესპონდენტებმა" განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდნენ პოზიციებს ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე, შექმნეს სტაბილური მომარაგების ხაზები ამ პოზიციებზე და რეგულარულად ახორციელებდნენ გაფრენებს, რაც მიუთითებს ამ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლის ნაკლებობაზე.
ISW წერს, რომ კიდევ ერთი რუსი ბლოგერის საომარი მოქმედებების რუკაზე ნათქვამია, რომ რუსული ძალები ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით, დნეპრის დელტაში ზოგიერთ კუნძულს ვერ აკონტროლებენ, რაც მიუთითებს ამ კუნძულებზე უკრაინის ჯარების შესაძლო წინსვლაზე.
ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი რუსი "სამხედრო კორესპონდენტი" ჩიოდა, რომ საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობა რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციის გამო, უკრაინულ ჯარებს აღმოსავლეთ სანაპიროზე დესანტირების საშუალებას აძლევდა.
"რუსულმა ჯარებმა შეიძლება ამჯობინონ თავდაცვითი ხაზის გამართვა ქალაქებში, როგორიცაა ალიოშკი და ნოვა კახოვკა, დნეპრის დელტის კუნძულები კი დატოვონ. უკრაინული პოზიციების მასშტაბები და განზრახვები გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც უკრაინის უნარი და მზადყოფნა შეინარჩუნოს სტაბილური პოზიციები ამ მიმართულებით", - აცხადებენ ინსტიტუტში.
ISW-მა აღნიშნა, რომ პირველად აღიარებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის კონტროლს, რადგან მხოლოდ ახლა მიიღო აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინის პოზიციების სანდო გეოლოკაციური სურათები, ისევე როგორც რუსული ცნობები ამ მხარეში უკრაინის ხანგრძლივი ყოფნის შესახებ.