უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: სოლედარში ძალიან რთული ვითარებაა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ზოგ ადგილას შეტევაში უკრაინის არმიაა, ზოგან კი ოკუპანტები.
ამის შესახებ ანნა მალიარი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
"აღმოსავლეთში რთული ვითარებაა, დონეცკის რაიონის ზოგ მონაკვეთში ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ხოლო ზოგ მონაკვეთზე მტერი გადმოდის შეტევაზე. შეტევას ცდილობს არამხოლოდ რეგულარული, არამედ კერძო არმიაც. ახლა ყველაზე მძიმე ვითარება სოლედარშია",- წერს მალიარი.
მალიარი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკრაინის არმიის დიდ ნაწილს არაპროფესიული სამხედროები შეადგენენ შესაბამისად მათ ძალიან რთული მორალური და პროფესიული ტესტის გავლა უწევთ.
კონტექსტი
6 იანვრიდან მოყოლებული რუსულ სამხედრო და ურა-პატრიოტულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოლედართა ЗСУ-ს თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგნერის ბოევიკებმა ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს და ქარხანა Артемсоль-ის დაკავებაც შეძლეს.
უკრაინის გენერალური შტაბი სოლედართან ფრონტის ხაზის გარღვევას ამ დრომდე უარყოფს, თუმცა აღიარებდნენ, რომ ბახმუტთან საომარი მოქმედებების ინტენსივობის საგრძნობი შემცირების შემდეგ, ოკუპანტები ძირითადად სოლედარის მიმართულებაზე გადაერთნენ.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal წერდა, რომ სოლედარზე გადართვა ბახმუტთან ЗСУ-ს წარმატებული თავდაცვის შედეგია.