უკრაინული არტილერია ოკუპირებულ ჩერნობაევკას ბომბავს
20 აგვისტოს ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერჰი ხლანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას რაიონში აფეთქებების შესახებ.
"და ჯერ არც ბნელა. რაშისტები, რამდენიც არ უნდა შეიკრიბოთ იქ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ისევ და ისევ გაგანადგურებენ", - წერს ხლანი.
მან არ დააკონკრეტა მტრის რომელი სამიზნეები განადგურდა.
უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნობაევკაში რუსი დამპყრობლები არაერთხელ დაბომბეს.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციამ 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში 53 დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან.