უოლესი: რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას აღიარებს, მათი ჯარის დანაკარგი საშინელია
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ რუსეთი "უფრო სუსტია," ვიდრე მოსკოვს სურს აღიაროს.
ამის შესახებ მან ლონდონში, ტონი ბლერის გლობალური ცვლილებების ინსტიტუტის კონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანელი მინისტრის თქმით, რუსეთთან ომის მოგება შეიძლება.
"ვფიქრობ, რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას რუსები აღიარებენ... რუსი სამხედროების იერარქიაში განხეთქილება ძალიან რეალურია, მსხვერპლის დონე საშინელია," - თქვა უოლესმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ძალიან ფრთხილია" ნატოს ქვეყნების ტერიტორიის მიმართ.
"ისინი (რუსები - რედ.) ძალიან, ძალიან ფრთხილად არიან და ცდილობენ არ მოაწყონ პროვოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი ფუნქციონირებს. მე-5 მუხლის შემაკავებელი ფაქტორი მოქმედებს," - განაცხადა უოლესმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ "სტაგნაციის" შემდეგ, ნატოს "აღორძინება" გამოიწვია.