უოლესი: შემოდგომაზე თანამდებობას დავტოვებ და პოლიტიკიდან წავალ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს თქმით, მთავრობაში მომდევნო გადახალისების ფარგლებში თანამდებობას დატოვებს და მონაწილეობას არ მიიღებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. 

ამის შესახებ ბენ უოლესმა Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

უოლესის თქმით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა რიში სუნაკს. უოლესი კარიელი შესვენების მიზეზად პოლიტიკით გადაღლას უკავშირებს - "პოლიტიკაში 1999 წელს შოტლანდიის საპარლამენტო მანდატით შევედი, ეს უკვე 24 წელია. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩემს საწოლთან 3 ტელეფონით გავატარე."

Sunday Times-სთან ინტერვიუში უოლესმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა. უოლესის თქმით, სხვადასხვა შეიარაღების კოდური დასახელებისთვის უკრაინელ კოლეგასთან მიმოწერაში ისინი ვისკის სხვადასხვა დასახელებებს იყენებდნენ. 

მაგალითად ვისკი Glenfiddich Nlaw-ის ტიპის ანტი-სატანკო რაკეტების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა, ხოლო ვისკი Islay Harpoon-ის ტიპის საზღვაო რაკეტების. 

უოლესის თქმით, 2022 წლის თებერვალში რუსეთში ვიზიტის დროს თავის რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს საჩუქრად Glenfiddich-ის ვისკი გადასცა. 

გასულ თვეებში ბენ უოლესმა ღიად გამოთქვა ინტერესი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე - მოქმედ მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვადა 2022 წლის შემოდგომაზე ამოეწურა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სტოლტენბერგის ვადა ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს. 

უოლესის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს იყრის თუ არა კენჭის ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.

 

მსგავსი სიახლეები