ვარშავაში პოლონეთის ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

4 ივნისს ვარშავაში მთავარი ოპოზიციური პარტიის, "სამოქალაქო პლატფორმის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო.

4 ივნისის მსვლელობაზე აღნიშნება 1989 წელს, პოლონეთის პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნების იუბილე, რამაც კომუნიზმის დაცემა და პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. "სამოქალაქო პლატფორმის" დეკლარაციის მიხედვით, ეს არის პროტესტი "ფასების ზრდის, ქურდობისა და ტყუილის წინააღმდეგ, ასევე თავისუფალი არჩევნებისთვის."

"სამოქალაქო პლატფორმის" გარდა, დემონსტრაციაში მონაწილეობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები - კერძოდ, მემარცხენე გაერთიანება, პოლონეთის სახალხო პარტია და "პოლონეთი 2050."

აქციის მონაწილეებს ანტი-კომუნისტური მოძრაობის ლიდერმა და ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამაც მიმართა.

ორგანიზატორების თქმით, აქციას 500 ათასი ადამიანი ესწრება

აქციის მონაწილეები პოლონეთში რუსული გავლენის საწინააღმდეგო კომისიის შექმნას აპროტესტებენ, რომელიც მათი და პოლონეთის დასავლელი პარტნიორების აზრით, ოპოზიციის ლიდრის, დონალდ ტუსკის წინააღმდეგ შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ კანონი სპეციალურ კომისიას აძლევს უფლებას, პოლონეთის მოქალაქეებს სასამართლო განხილვის გარეშე ჩამოართვას საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება.

დემონსტრანტებს პოლონეთისა და ევროკავშირის დროშები აქვთ.

კვირას ჩატარებული აქცია პოლონეთის ოპოზიციის მცდელობაა გააერთიანოს თავისი მხარდამჭერები შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველი "კანონისა და სამართლიანობის" პარტია უფრო პოპულარულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტია, მაგრამ ვერ აგროვებს საკმარის ხმებს ერთპარტიული მმართველობისთვის.

მსგავსი სიახლეები