WP: ჩვკ ვაგნერი თურქეთში შეიარაღების შეძენას ცდილობდა

ამერიკულ სპეცსამსახურებმა გაიგეს ჩვკ ვაგნერის მცდელობის შესახებ შეეძინათ შეიარაღება თურქეთში. 

ინფორმაციას ამის შესახებ ქსელში გამოჟონილი პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს. 

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თებერვლის დასაწყისში ვაგნერის წარმომადგენლები თურქეთში იმყოფებოდნენ სადაც მართავდნენ შეხვედრებს შეიარაღების შესაძენად, რომელიც მათ მალიში და უკრაინაში ჭირდებათ. 

დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ მალის დროებითმა პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა თურქეთისგან შეეძინა შეიარაღება ვაგნერის სახელით. 

გამოჟონილი დოკუმენტებში არ არის დაზუსტებული იცოდნენ თუ არა შეხვედრების შესახებ თურქეთის ხელისუფლებაში. თუმცა თავისთავად ეს ინფორმაცია შესაძლოა სერიოზული სკანდალის საფუძველი გახდეს. 

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საკითხის კომენტირებაზე. 

კონტექსტი 

გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში აშშ-ს თავდაცვის უწყების მიერ მომზადებული ასობით საიდუმლო დოკუმენტი გავრცელდა. მათ შორის დოკუმენტები ეხება უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს, დანაკარგების თანაფარდობას, რუსეთის სამხედრო გეგმებს. 

დოკუმენტების ნაწილი ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, ჩინეთის სამხედრო აქტივობებს და აშშ-ს მოკავშირეების გეგმებს. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო, ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ძალისხმევისთვის. 

დოკუმენტების ნაწილი სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს Discord-სა Minecraft-ის პლატფორმებზე გავრცელდა. 

უკრაინის ხელისუფლებაში გავრცელებულ დოკუმენტებს ყალბი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო სპეცოპერაციაა. 

მსგავსი სიახლეები