ზალუჟნი: მობილიზაციის მიუხედავად რუსებს წარმატება არ აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, მობილიზაციის გამოცხადებისა და საცეცხლე უპირატესობის მიუხედავად, რუსებს ფრონტის არცერთ მონაკვეთზე არ აქვთ წარმატება.
ამის შესახებ უკრაინელმა გენერალმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკ მილისთან საუბარში განაცხადა.
"ჯარების რაოდენობისა და შესაბამისად შეტევებიც მცდელობების მიუხედავად, მოწინააღმდეგეს წარმატება არ აქვს. ჩვენი მეომრების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენი ზღუდეები უცვლელი რჩება, ხოლო თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს",- განაცხადა ზალუჟნიმ.
მარკ მილისთან საუბარში ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის არმიის მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, ახალი ტერიტორიების მიტაცების არ დაშვება, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და მომავალი საბრძოლო მოქმედებებისთვის რეზერვების მობილიზება.