ზელენსკი: რუსეთის არმიას უკვე 32 000 დაღუპული ჰყავს. Რისთვის?
უკრაინის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად ათავისუფლებენ რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 11 ივნისს მიმართვაში განაცხადა.
"უკრაინელი სამხედროები ეტაპობრივად ათავისუფლებენ ხერსონის ოლქის ტერიტორიას. დღეს ტავრია დაემატა ჩვენი სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ დასახლებებს. გარკვეული წარმატებებია ზაპოროჟიეს რეგიონშიც", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თქვა, რომ ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკში "სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება".
"ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით, რომლებმაც შეძლეს ამ მტრის, ამ ოკუპანტების წინსვლოს მრავალი კვირით შეჩერება და ჩვენი თავდაცვის მტკიცედ შენარჩუნება. გახსოვთ? მაისის დასაწყისში რუსეთში მთელი დონბასის აღების იმედი ჰქონდათ. ომის 108-ე დღეა, უკვე ივნისი. დონბასი დგას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დამპყრობლებისთვის მიყენებული ზიანი, "მათ შორის ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია".
"ზოგადად, რუსეთის არმიას დღეს უკვე 32 ათასი დაღუპული ჰყავს. რისთვის? რა მოგცა ამან რუსეთო? ვერავინ იტყვის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსების სულების დაწვა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ინანონ, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს და პასუხი აგონ ყველა მკვლელობასა და ყველა იმ დარტყმაზე, რომელიც ჩვენ მშვენიერ სახელმწიფოს მიაყენეს", - განაცხადა ზელენსკიმ.