ზელენსკი: უკრაინულმა არტილერიამ რუსების საცეცხლე პოტენციალი შეამცირა

უკრაინის შეიარაღებული ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ რუს ოკუპანტებთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 აგვისტოს შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ბოლო დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში, ხარკოვის რეგიონში, გრძელდება ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთისთვის", - თქვა მან.

პრეზიდენტმა აღწერა როგორ იყენებენ უკრაინელები დასავლურ არტილერიას.

"უკრაინულმა არტილერიამ და დაზვერვამ უკვე ბევრი გააკეთეს ოკუპანტების საცეცხლე პოტენციალის შესამცირებლად და ეს იგრძნობა. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკას, ანადგურებენ ოკუპანტების საბრძოლო მასალას და არ ტოვებენ ოკუპანტებისთვის არც ერთ უსაფრთხო ადგილს ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც უკრაინას თანამედროვე და ეფექტური საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით ამარაგებს".

"დემოკრატიული სამყაროს ძალა უკრაინის ბრძოლის ველზე ამ კვირებში  კარგად იგრძნობა ", - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები