ბიბი საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის ლიდერებს ჰამასის წახალისებაში ადანაშაულებს

დასავლელი მოკავშირეები ისრაელისგან მოითხოვენ შეაჩეროს მასშტაბური იერიში და სექტორში დაუშვას მეტი ჰუმანიტარული დახმარება.

მოლაპარაკებებში ჩიხის ფონზე სენატის ლიდერი პუტინს ახალი სანქციებით ემუქრება

ტუნი მიუთითებს სენატში უკვე დარეგისტრირებულ აქტზე, რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველებისთვის 500%-იანი სავაჭრო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

დიპლომატიის მოლოდინში კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურობასა და ბუფერულ ზონაზე საუბრობს

განცხადებები მეტყველებს, რომ კრემლის ამბიციები უკრაინაში არ შემოიფარგლება მისი არმიის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლით, რუსეთს სურს გადამწყვეტი გავლენა შეინარჩუნოს პოსტ-საომარი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც

მოსკოვს და კიევს შორის სტამბულში შეთანხმებული ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი შედგა

შეთანხმების მიხედვით მხარეებმა ჯამურად 1000 ტყვე უნდა გაცვალონ, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

რუმინეთის ახალი პრეზიდენტი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას

არჩევნებში დანის გამარჯვებამ დაასრულა ექვსთვიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია წინა საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებამ რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო.

მერცი: ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაც არის

ვილნიუსში ფრიდრიხ მერცმა და ბორის პისტორიუსმა მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის მისიის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში.

ლავროვის თქმით, სომხეთის "უკრაინიზაციის მიზეზს ვერ ხედავს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში სამშაბათს საღამოს ჩავიდა, სადაც მას მცირე რაოდენობით მომიტინგეები დახვდნენ.

ირანმა 2023 წელს აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი სიკვდილით დასაჯა

სიკვდილით დასაჯილი მამაკაცის ვინაობა ირანმა არ დაასახელა, მაგრამ აზერბაიჯანის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ ის იასინ ჰუსეინზადეა.

ტრამპმა ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში - Bloomberg

"ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის საკმარისი რესურსია აქვს რათა ბოლომდე მიიყვანოს 2022 წელს დაწყებული ომი"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

რუბიო "ოცნებას" ანტი-ამერიკულ მთავრობას უწოდებს და შესაბამის ზომებზე მიუთითებს

ეს სახელმწიფო მდივნის რანგში მარკო რუბიოს მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული პირველი ოფიციალური კომენტარია.

ამერიკელთა 62% ემხრობა უკრაინის სამხედრო დახმარებას - Harvard CAPS-ის კვლევა

ამასთანავე გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობებზე წავა კიევმა ვაშინგტონისგან უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიები უნდა მიიღოს - ამ შეხედულებას ორივე პარტიის ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს.

Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა

ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "სანქციებს არ მიიჩნევს "მიზანშეწონილად" და რომ მისი აზრით, პუტინს სურს შეთანხმება."