უკრაინა: რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე სიმშვიდის შენარჩუნება ‘კრიტიკულად მნიშვნელოვანია’

"უკრაინის შეიარაღებული ძალები მოვლენების განვითარებას გამუდმებით თვალს ადევნებენ და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერ მცდელობას უკუაგდებენ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ

გერმანიის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა დატოვონ

"თუ ამჟამად უკრაინაში იმყოფებით, დარწმუნდით, რომ თქვენი იქ ყოფნა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე გამოემგზავრეთ", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

РИА Новости: რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთმა 20 თებერვლამდე შესაძლოა უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლება სცადოს

აშშ-მ, ბრიტანეთმა, სხვა ქვეყნებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლება შეიძლება სცადოს

უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის საუბარი შედგება

ინფორმაცია ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გაავრცელა.