უკრაინა რუსეთის მიერ დონბასელი სეპარატისტებთვის დაწესებულ 'სავაჭრო შეღავათებს' აკრიტიკებს

კიევმა კრემლის ქმედება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში „უხეშ ჩარევად“ შეაფასა

ირლანდია კორონავირუსის ახალი ტალღის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ნახევარი სრულწლოვანი მოსახლეობის იმ 7%-დან არიან, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილა

აზერბაიჯანთან სასაზღვრო შეტაკებას ორი სომეხი მესაზღვრე ემსხვერპლა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა და მათი ტერიოტრიის სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდა

მოკლედ მოყოლილი | აურზაური სერბების გამო. რა ხდება ბოსნიაში?

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო საზოგადოების მთავარი დესპანი, მრავალეთნიკურ ბალკანურ ქვეყანაში კონფლიქტის ხელახალი გაღვივების საფრთხეზე საუბრობს

აშშ-მ ერიტრეის მმართველ პარტიას და არმიას სანქციები დაუწესა

ხაზინის განცხადებით, შეზღუდვები იმ პირებს დაუწესდათ, ვინც ერიტრეის მეზობელ ეთიოპიაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში მონაწილეობდნენ

კადაფის შვილი ლიბიის პრეზიდენტად იყრის კენჭს

საიფ-ულ ისლამი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია 2011 წლის საპროტესტო მოძრაობის დროს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“