პოლიტიკის მკვლევარი ელის მაზიკარდი ალევიზმის, დიდი ხნის განმავლობაში სტიგმატიზირებული რელიგიური უმცირესობის ისტორიას იხსენებს, რომელსაც რეჯეფ-თაიფ ერდოღანის მთავარი ოპონონეტი მიეკუთვნება.
ინტერვიუ მომზადებულია Le Monde-ის მიერ.
14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამოკითხვების თანახმად, 6 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს - ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ალევიზმის მიმდევარია: ისლამის არაორთოდოქსული და თანამედროვი მიმდინარეობის, რომელის მიმდევრადაც ყოველი მეხუთე თურქი მიიჩნევს თავს. ელიზ მასიკარდი, პოლიტიკის მეცნიერი და ავტორი წიგნისა - L'Autre Turquie (სხვა თურქეთი) საუბრობს ალევიზმსა და ამ რელიგიური ჯგუფის ახლებურ პოლიტიკურ ხილვადობზე.
ვიდეოს, სადაც ქემალ ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ ალევიტია [ისლამის მიმდინარეობა] 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რატომ?
მან ტაბუ დაამსხვრია. ამ განცხადებამდე, მისი ალევიტური იდენტობა კამპანიის წარმოების კუთხით პრობლემად მიიჩნეოდა, რადგანაც დომინანტურ სუნიტურ მოსახლეობაში, ალევიტებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. გასული წლების განმავლობაში, პრეზიდენტი ერდოღანისა და მისი პარტიის (AK) მიერ, ალევიტები ძალაუფლების მიღმა დარჩნენ. ეს ე.წ "Comming Out"-ი, როდესაც თურქეთში ყველამ გაიგო ქილიჩდაროღლუს ალევიტობის შესახებ, იდენტობის აღდგენასა და სტიგმის გაქრობისკენ მიმავალი გზაა.
გარდა ამისა, რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერი ხელს უწყობს დისკუსიას, რომელის მიზანსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების გაძლიერება წარმოადგენს. ამ ვიდეომდე, იყო კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც ქილიჩდაროღლუმ დაგმო დისკრიმინაცია ქურთების წინააღმდეგ და მათ თანასწორობას, ტოლერანტულ მიდგომასა და სამარლიანობას დაჰპირდა.
რა არის ალევიზმი?
ეს არის სინკრეტული და არაორთოდოქსული რწმენა, სადაც ისლამის შიიტური ინტერპრეტაციები თავმოყრილი - ალის კულტი [მუჰამედი სიძე], 12 იმამი ... ასევე სხვა კულტებისთვის დამახასიათებელი ნიშნები [შამანიზმი, ქრისტიანობა, ზოროასტრიზმი, მანიქეიზმი, გნოსტიციზმი] ძლიერი ეზოთერული განზომილებით. გარდა ამისა, ალევიზმი მემკვიდრეობის გზით გადაიცემა. მათ აქვთ განსხვავებული რელიგიური წოდებები - დედე, და სპეციალური ცერემონიები.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მუსლიმი, ძირითადად სუნიტები, მიიჩნევენ, რომ ალევიტები არ არიან მუსლიმები ან გადახრილი არიან ისლამიდან, რადგანაც არ სცემენ პატივს იმას, რასაც თვითონ თვლიან ისლამის 5 ძირითად საყრდენად [ყოველდღიური ლოცვები, მარხვა, მექის მოლოცვა].
ალევიტების მოზრდილი ნაწილი არ ეწევა ხშირ რელიგიურ პრაქტიკას, ისინი ამ რწმენას განიხილავენ, როგოროც ცხოვრების კულტურულ ან ფილოსოფიურ ფორმას.
სირიაში მცხოვრები ალავიტები, გარკვეული მახასიათებლებით ახლოს არიან ალევიტებთან. როგორც ბექტაშიზმი, რომელიც აღქმებითა და რიტუალებით ახლოს არის ალევიზმთან. ეს არის სუფისტური საძმო, რომელსაც ხალხი საკუთარი სურვილის საფუძველზე უერთდება.
თურქი მოსახლეობის რა ნაწილი მისდევს ალევიზმს?
ციფრი არ გვაქვს, რადგანაც აღწერის დროს ეს მონაცემი არ არის გამოყოფილი, მაგრამ დაახლოებით, მთლიანი მოსახლეობის 15%-20%-ზე არის საუბარი, ხოლო მათი მესამედი ქურთულად საუბრობს. ბექტაშიზმის შემთხვევაში, ეს ციფრი ძალიან მცირეა.
რატომ დევნიდნენ მათ ოსმალეთის იმპერიაში?
16-ე საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სულთნები საკუთარ თავს სუნიტური ისლამის წარმომადგენლებად და დამცველებად მოიაზრებდნენ, ხოლო მათი მტერი, სპარსეთის იმპერია შიიტური ისლამის დამცველი იყო. ამ დროიდან მოყოლებული, რელიგიური კუთვნილება და პოლიტიკური ლოიალობა ერთმანეთთან ასოცირებული გახდა. ოსლამეთის ხელისუფლება ალევიტებს მეხუთე კოლონად მიიჩნევდა. ამ წინააღმდეგობრივ გარემოში, ალევიტებმა შექმნეს კულტურა, სადაც მალავდნენ საკუთარ რელიგიურ და პოლიტიკურ კუთვნილებას. ეს ჩაგვრის კოლექტიური მეხსიერება, დღესაც ძალიან ცოცხალია.
გენდერულმა თანასწორობამ, როგორც თავად ამბობენ და საერთო ლოცვებმა, მათ მიმართ ცრურწმენები გააჩინა?
მათი რელიგიური ცერემონიები შერეული ხასიათისაა - გვხდება მუსიკა და რიტუალური ცეკვები. ზოგიერთ ჯგუფში ალკოჰოლის რიტუალურმა მოხმარებამ და იმ ფაქტმა, რომ ეს საიდუმლო ადგილებში ხდება, წარმოშვა დიდი ეჭვი ორგიებსა და ამორალურ, მათ შორის, ინცესტუალურ პრაქტიკებზე. ამან გამოიწვიე ჯგუფის უარყოფა და ზოგ შემთხვევაში სიძულვილიც.
რატომ არ აფასებდა ათათურქი თურქების ამ რელიგიას რესპუბლიკის შექმნის დროს?
ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე, მას ახალი პოლიტიკური წესრიგისა და ერის შექმნა სურდა, იაკობინური მოდელის გამოყენებით. ენობრივად, ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობისგან, მან ჩამოაყალიბა თურქული ეროვნული იდენტობა, რომელიც უნდა ყოფილი ერთიანი.
ათათურქს აშინებდა სეპარატიზმი და სეცესია იმ ტრამვების გამო, რომელიც პირველ მსოფლიო ომთან, ხოლო უფრო ფართოდ, ოსმალეთის იმპერიის დანგრევასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო დაფუძნებული თურქობაზე და ასევე ისლამთან კუთვნილებაზე. სეკულარიზმის სახელით, ქემალის რეფორმები, რომლის მიზანსაც საჯარო ცხოვრებაში რელიგიის როლის შემცირება წარმოადგენდა, განსხვავდება ფრანგული შემთხვევისგან, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ რელიგიის კონტროლს.
სუნიტური ისლამი, მოდერნიზებული და ნაციონალისტური სახით განიხილებოდა, როგორც თურქული იდენტობის მთავარი განზომილება, იმ მიუხედავადაც, რომ 1928 წლიდან, თურქეთში სახელმწიფო რელიგია აღარ არსებობს. ამან პლურალიზმისთვის ადგილი აღარ დატოვა. ალევიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღარ გამოიყენებოდა, ან ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფილიც იყო. თუმცა, ამ კულტთან დაკავიშრებული ზოგიერთი ელემენტი [კერძოდ, მუსიკა] ინტეგრირდა ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაში, ალევიზმის აღიარების გარეშე.
თუმცა, ალევიზმი ქემალიზმის მხარდამჭერია. არსებობს განსხვავებული - ალევიტური ხმები?
ალევიტები მიესალმებიან რესპუბლიკურ წყობას. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური წესრიგისგან რელიგიის გამიჯვნა, მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ისინი ელოდნენ მათ წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციის დასრულებას. 1950 წელს, მრავალპარტიული სისტემის გაჩენის შემდეგ, მათ პოლიტიკურ სიმპათიას მეტწილად სოციალური წარმოშობა განაპირობებდა, რომელიც ძირითადად სოფელთან იყო დაკავშირებული. რელიგიური საკითხის პოლიტიზირება სპეციფიურად მოხდა თურქეთში, პოლიტიკური ისლამი დიდწილად მემარჯვენე სპექტრში აღმოცენდა, რაც თუნდაც ირანისგან, მნიშვნელოვან განსხვავებას წარმოადგენს.
1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ალევიტების დიდი ნაწილი მემარცხენედ პოზიციონირებს, რაც მოიცავს რადიკალური მემარცხენეობიდან - სოციალ დემოკრატიამდე არსებულ ფართო სპექტრს. ეს გზა გამოიყენეს მათ საკუთარი ჩაგვრის მეხსიერების აღსადგენად. მათ ქემალის ფიგურა ხელახლა გამოიყენეს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა ის წმინდანადაც მიიჩნია. არსებობენ ალევიტები, რომლებიც ალევიზმს ისლამის თურქულ ვერსიად მიიჩნევდნენ და სწორად ამიტომ, მათ პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა, ნაციონალისტური მხარე დაიკავეს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ალევიტები პოლიტიკურ ისლამს თავს არიდებდნენ.
მათ წინააღმდეგ კვლავ არსებობს დისკრიმინაცია?
ორი აზრი არ არსებობს. დისკრიმნაციის მასშტაბი დამოკიდებულია დროსა და ადგილზე. ახლა, მაგალითად, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ერდოღანის პარტია მოვიდა, ალევიტებისთვის საჯარო სამსახურის დაწყება ან დაწინაურება ძალიან რთულია. მაშინაც კი, თუკი სამსახურში აყვანა საკონკურსო გამოცდებს ეფუძნება, ზეპირი გასაუბრებების გზით, არასანდო კანდიდატებისთვის უარის თქმა შესაძლებელია.
გარკვეულ დროს, მდგომარეობა შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო. მაგალითისთვის, თავად ქილიჩდაროღლუმ, 1970-იან წლებში კარიერა საჯარო მოხელის რანგში დაიწყო. თუმცა, ღიაობის პერიოდები ძალიან იშვიათად იყო, სწორად ეს არის მიზეზი, რის გამოც ასე ცოტა ალევიტია მაღალ თანამდებობაზე. სოციალურად მათი დაწინაურება გვიანდელი მოვლენაა, რაც დაკავშირებულია 1960-იან წლებში სოფლიდან გამოსვლასთან. ეკონომიკურ წრეებში, ფართო წარმომადგენლობა არ გააჩნიათ.
რატომ ამბობს უარს მოქმედი მთავრობა ისლამთან მიმართებით მათი სპეციფიურობის აღიარებაზე?
თურქეთი უნიტარული სახელმწიფოა, სადაც პლურალიზმი - იქნება ეს ტერიოტრიული, რელიგიური, ეთნიკური, ლინგვისტური თუ რელიგიური პრობლემადაა მიჩნეული, ნაცვლად უპირატესობისა.
უფრო მეტიც, მუსლიმური დოგმის თანახმად, ამბოხება დაგმობილია. ერდოღანის პარტიისთვის, რომელსაც ისლამური წარმოშობა აქვს, რთულია ისლამური სახესხვაობების აღიარება, რომ არაფერი ვთქვათ ალევიზმის სუნიტური ისლამისთვის გათანაბრება. ეს მიუღებლობაა მიზეზი, რის გამოც ალევიტების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მათი სალოცავი სახლები, ღვთისახურების ადგილებად არ არის მიჩნეული.
ის ფაქტი, რომ ქილიჩდაროღლუ ალევიტია, ამომრჩევლებისთვის ბარიერს წარმოადგენს?
რიცხვების თანახმად, ალევიტების ნაციონალისტებისა და ისლამისტებისგან სტიგმატიზირებული უმცირესობაა. ოპოზიციამ იცის ეს და პარალელურად ძალიან ფრთხილად ცდილობს, რომ სუნიტურ უმრავლესობას მიაწვდინოს საკუთარი ხმა, მაგალითად - ქალისთვის ჩადრის ტარების უფლების პატივისცემაზე ხაზგასმით, რითიც არღვევს მკაცრ სეკულარიზმს, რაც მრავალი წლის განმავლობაში ქემალისტებისა და მემარცხენეების დამახასიათებელი ნიშანი იყო.
მეთოდი, რომლსაც ოპოზიცია, ქილიჩდაროღლუს მეთაურობით, იდენტობასთან მიმართებით იყენებს, ახალია. უპირველეს ყოვლისა, მათი პოზიცია ეწინააღმდეგება უკიდურს პოლარიზაციას - სეკულარულ და რელიგიურ, სუნიტურ და ალევიტურ ან თურქებსა და ქურთებს შორის არსებულ საკითხებზე, რაზეც ერდოღანი თამაშობს.
ისინი ადამიანურ მრავალფეროვნებას ხაზგასმით მიიჩნევენ საგანძურად, ხოლო ეწინააღმდეგებიან უსამართლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას. თუკი ოპოზიცია წარმატებით შეძლებს ელექტორატის დიდ ნაწილში "იდენტობის გრამატიკის" შეცვლას, მაშინ გამარჯვება შესაძლებელია. ეს გახლავთ ამ საარჩევნო ციკლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.