-

ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახის წევრების მდიდრული დასვენებებისა და ევროკავშირში ხშირი ფრენის შესახებ მედიაში ინფორმაციამ გამოჟონა, რომლის საფუძველზეც EUobserver-მა მიმოხილვა გააკეთა. 

გთავაზობთ სტატიას ქართულ ენაზე. 

მდიდრული დაბადების დღეების გადახდა საფრანგეთში, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში, თხილამურით სრიალი ავსტრიაში, მზის აბაზანების მიღება იტალიაში - მედიაში ბელორუსის დაუნდობელი დიქტატორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახის წევრების ფრენების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, სადაც ნათლად ჩანს მათი ევროპული La dolce vita და ძვირადღირებული თავგადასავლები. 

იმავდროულად, პატიმრობაში მყოფი ბელორუსი ოპოზიციონერი, მარია კოლესნიკოვა, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, როგორც მისი ახლობლები ამბობენ. 

ის გახლავთ ერთერთი იმ ათასობით ადამიანს შორის, რომელმაც 2020 წელს ლუკაშენკოს ფსევდო ხელახალი არჩევა უარყო და მისი ძალადობის მსხვერპლი გახდა - თუმცა არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ბელარუსში მიმდინარე ეს საშინელებათა ფილმი, შესაძლოა, დავიწყებას მიეცეს. 

თავის მხრივ, ლუკაშენკოს ორი ზრდასრული ვაჟი - დმიტრი და ვიქტორი ჰყავს, რომელთა მსგავსადაც, ვიქტორის მეუღლე - ლილიაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო სანქციების ქვეშ არის, აქტივების გაყინვის პარალელურად.

თუმცა პრეზიდენტის კიდევ ერთი და ყველაზე ახალგაზრდა ვაჟი - კოლია (სტუდენტი), დმიტრის მეუღლე - ანნა ლუკაშენკა და ნათესავების მცირე ჩამონათვალი, სანქცირებულთა სიაში არ არიან. 

და მაშინ, როდესაც ანნას სიმამრი აგრძელებს მარია კოლესნიკოვას მსგავსი ადამიანების გაუბედურებას, გამოჟონილი მონაცემებში შეგვიძლია ვნახოთ ის ფუფუნება, რომლითაც მმართველ კლანს დატკბობა ევროკავშირის შუაგულში მოსწონს, თუკი ამის შანსი ეძლევათ. 

მაგალითად, 2018 წლის იანვრით თარიღდება ერთ-ერთი მოგზაურობა, სადაც ანნა, მისი და და ოჯახის წევრები საფრანგეთის ალპებში 11 დღით გაემგზავრნენ, ფოტოები განათავსეს ინსტაგრამზე, სადაც მიშელინის ორ ვარსკვლავიან რესტორან l'Atelier d'Edmond-ში ყოფნაა ასახული. ამ ადგილას ვახშამი ერთ ადამიანზე დაახლოებით 400 ღირს. 

2017 წელს ანნა და მისი ოჯახის წევრები თხილამურებით სრიალის მიზნით ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში იმყოფებოდნენ. 25 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში, ანნამ საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა კალიარში, სადაც კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, ხოლო მოგვიანებით დოჰას ეწვია, სადაც 5 ვარსკვლავიან სასტუმრო Banana Island Resorts-ში დარჩა. 

ფრენების მონაცემები, რომელიც 2011-2019 წლების ინფორმაციას მოიცავს, ბელორუსმა ჰაკერ-აქტივისტებმა მოიპოვეს, ხოლო ქვეყნიდან განდევნილმა ჟურნალისტების ორგანიზაციამ, ბელორუსის საგამოძიებო ცენტრმა, საჯაროდ გამოაქვეყნა. 

მხოლოდ 2017-2018 წლებში, ფრენების ჯამური ღირებულება 480,000 შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანნას და მისი მეუღლის მიერ დეკლარირებულ ჯამურ წლიურ შემოსავალს, რომელიც 80,000 ევროთი არის განსაზღვრული. ბელორუსის საგამოძიებო ცენტრის განცხადებით, ეს რეჟიმის კორუფციაში ყოფნის აშკარა ნიშანია. 

დღეისთვის უცნობია, თუ სად მუშაობს ანნა და აქვს თუ არა მის გარემოცვას შესაძლებლობა, რომ კვლავ ისარგებლოს ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობით. 

თუმცა ჩანაწერებში მითითებულია, რომ 2018-2020 წლებში იგი Belaz-ის სავაჭრო სახლში მუშაობდა. ეს ორგანიზაცია ბელორუსული სატვირთო მანქანებისა და მანქანების ნაწილების რუსეთში გაყიდვით არის დაკავებული.  

დმიტრი, მისი მეუღლე, სახელმწიფო-საზოგადოებრივი ასოციაცია "საპრეზიდენტო სპორტული კლუბის" თავმჯდომარეა. ევროკავშირის სანქციების დოკუმენტში იგი ლუკაშენკოს საოჯახო ბიზნეს ინტერესების ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევა.

ანნას და, ტატიანა კულაკოვა, სიძესთან - ვოლოდიმირ კულაკოვთან ერთად, საოჯახო ბიზნესშია. 

ტატიანა, რომელიც ანნასთან ერთად თავისუფალ დროს ხშირად ატარებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დაფინანსებულ სატელევიზიო კომპანიაში მუშაობს, ხოლო მისი ქმარი, ვოლოდიმირი, ჩოგბურთის კლუბს მმართავს, რომელიც დმიტრი ლუკაშენკოს სპორტული იმპერიის ნაწილია. 

ტატიანა ფლობს ტანსაცმელების მაღაზიის მცირე ქსელს, რომლის ერთ-ერთი ფილიალიც მინსკში იმავე ადგილზეა, სადაც ლილია ლუკაშენკოს ხელოვნების გალერეაა განთავსებული. 

ანნა ლუკაშენკო წლების განმავლობაში მოგზაურობდა ევროკავშირის ქალაქებში - ბარსელონა, ლუბლიანა, ფრანკფურტი, მიუნხენი, პიზა, სალონიკი და ვენა - ეს ქალაქები ფრენების მონაცემებშია ასახული. 

ზოგიერთი მოგზაურობა ხაზს უსვამს ლუკაშენკოს საქმიან კავშირებს ავსტრიაში, აღმოსავლეთ ბალკანეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში. 

მაგალითისთვის, 2017 წელს ანნა და მისი მეუღლე კალიარში დაბადების დღის აღნიშნვის შემდეგ, მინსკში სლოვენიელ მეწარმესთან - ზივორად სმილიაკოვიჩთან ერთად დაბრუნდნენ, რომელსაც ბელორუსში დადებული სამშენებლო კონტრაქტების წყალობით, ათობით მილიონი დოლარი აქვს მიღებული. 

2019 წელს სმილიაკოვიჩმა სიონიდან [შვეიცარია] - მინსკამდე,  კვლავ იფრინა  ლუკაშენკოს უახლოეს ნათესავთან ერთად. 

თუმცა დიქტატორთან დაკავშირებული ყველა პირი ასეთი იღბლიანი არ არის.

2021 წელს ბელორუსელი აქტივისტები იტყობინებოდნენ, რომ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო თვითმფრინავს, საუბარია ბოინგ 767-ის სპეციალურ მოდელზე, ოქროს უნიტაზები აქვს დამონტაჟებული. 

თუმცა როდესაც გასულ კვირას ალექსანდრე ლუკაშენკო ერევანს ეწვია, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი, სახლში საბჭოთა პერიოდის სატვირთო თვითმფრინავით გაფრინდა, სადაც ბორტზე ტემპერატურა 10 ცელსიუსზე ნაკლები იყო. 

26 ნოემბრამდე, ანუ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის გარცავალებამდე ერთი კვირით ადრე, CTV-თან ინტერვიუში მაკეის ემჩნევა, რომ ცივ ხელებს ერთმანეთზე ნერვიულად ათამაშებს. 

ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირმა ბოლოს მარტში განაახლა, რისი მიზეზიც უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაში ბელორუსის მონაწილეობა გახდა. 

ომამდელი სანქციები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ ქმედებებში მონაწილეებსა და ლუკაშენკოს რეჟიმისგან სარგებლის მიმღებ პირებზე იყო დაწესებული. 

ცხვირიდან სისხლდენა

ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხილვა მუდმივად მიმდინარეობს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით - განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა EUobserver-ის კითხვის პასუხად, რომელიც შემდგომ სანქიცებს ეხებოდა. 

ლიეტუვაში მყოფმა დევნილმა ბელორუსმა ოპოზიციონრებმა ევროკავშირის დიპლომატებს არაერთი დოსიე გადასცეს, რომელიც EUobserver-მა ნახა, სადაც მათ მოუწოდებენ, რომ "უფრო დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები" დაწესდეს, ხოლო პარალელურად, მოხდეს ლუკაშენკოს ოჯახის წევრებისა და მისი "საფულეების" აქტივების მოძებნა და გაყინვა.

თუმცა, ლუკაშენკოსთან მიმართებით, ბრიუსელში ბევრი არაფერი ხდება.

"წინადადება, რომელიც ბელორუსის მიმართ სანქციების გაზრდის ეხება, ახლა მაგიდაზე არ დევს. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, მაგრამ ბელორუსის შესახებ არაფერია" - როგორც ამას ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატი განმარტავს.  

ევროკავშირიდან კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ: "გადაღლილობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც კი, ცხვირიდან ნელი სისხლდენასავით მიიწევს წინ, რაც უბრალო უკრაინელების განსაცდელის ფონზე უთუოდ გასაკიცხი და დასაგმობია."

მინსკში ევროკავშირის საელჩო აწარმოებდა მოკვლევას ბელორუსის ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, კოლესნიკოვას ჯანმრთელობის შესახებ, რასაც "ჩუმ დიპლომატიას" უწოდებენ, როგორც ეს ინფორმაციის მომწოდებლმა აღნიშნა. 

კითხვაზე, რომ კიდევ რა უნდა მოხდეს ბელორუსში იმისთვის, რომ ევროკავშირმა დამატებითი სანქციები დააწესოს, წყარომ გვიპასუხა: "მოდით ვილოცოთ, რომ აღარაფერი მოხდება, რადგანაც იქ ადამიანებს სუნთქვაც აღარ შეუძლიათ." 

თუმცა, სანქციების კიდევ ერთი პაკეტის შემთხვევაში, სამიზნე, სავარაუდოდ, აქამდე დარჩენილი რეჟიმის "ყვავილები" იქნებიან, სანქციებისთვის გვერდის ამვლელ პირებთან პროპაგანდისტებთან და სამართალდამცველებთან ერთად, როგორც ამას ევროკავშირის წარმომადგენელი გვეუბნება. 

ლუკაშენკოს სტუდენტი ვაჟი, კოლია, თუკი პირადად არ ჩაიდენს მძიმე დანაშაულს, სანქციების სიაში არ მოხვდება, მისი ახალგაზრდული ასაკის გამო.

"მაგრამ, თუკი ანნა [ლუკაშენკო] კვლავ ბედნიერად დაფრინავს ევროკავშირის გარშემო, ჩვენ ამას უნდა მივხედოთ" - დასძინა წყარომ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები