61 წლის ასაკში ტანზანიის პრეზიდენტი, ჯონ მაგუფული გარდაიცვალა

მაგუფულის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, ტუნდუ ლისი აცხადებდა, რომ მაგუფული კორონავირუსით დაინფიცირდა და მას მეზობელ კენიაში მკურნალობდნენ. 

თავის მხრივ, ჯონ მაგუფული პანდემიის მიმართ სკეპტიიკურად იყო განწყობილი, მან უარი თქვა ამკრძალავ ზომებზე, საჯაროდ აქებდა მოქალაქეებს, რომლებიც არ ატარებდნენ სამედიცინო ნიღბებს. მაგუფული უარს ამბობდა ინფექციის მკურნალობის სამეცნიერო მეთოდებზე და მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდებდა. მაგუფული ამბობდა, რომ კოვიდ-19 ეშაკის ქმნილებაა. 

ტანზანიის მთავრობამ 2020 წლის აპრილიდან შეწყვიტა ინფიცირების სტატისტიკის გამოქვეყნება, რის საფუძველზეც მაგუფული აცხადებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა. გასული წლის ზაფხულში მაგუფულიმ განაცხადა, რომ მან "წარმატებით განდევნა კოვიდ-19 ქვეყნიდან" და უცხოელ ტურისტები ტანზანიაში მოიწვია.

მაგუფული, ასევე, არ ენდობოდა ვაქცინებს, რადგან "ის ევროპელებმა დაამზადეს". ლოცვების გარდა, მაგუფული მოსახლეობას მოუწოდებდა სახლის პირობებში, ბალახოვანი ინჰალაციებით ემკურნალათ. 

ბოლო კვირების განმავლობაში მაგუფული საჯაროდ აღარ ჩნდებოდა, რის ფონზეც ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი ინფორმაციით მაგუფული კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და მას მეზობელ კენიაში მკურნალობდნენ. ამ ხმებს უარყოფდა ტანზანიის მთავრობა. 

ჯონ მაგუფული 1959 წელს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში დაიბადა. მაგუფულიმ მათემატიკისა და ქიმიის დარგში პედაგოგიური განათლება მიიღო. 1994 წელს მაგუფულიმ მიიღო სალფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხსი ქიმიის დარგში. 1995 წელს მაგუფული მისი მშობლიური რაიონიდან დეპუტატად აირჩიეს. მომდევნო წლებში მაგუფული იკავებდა მშენებლობის, შრომის, თევზჭერის მინისტრის პოსტებს. ტანზანიის პრეზიდენტან მაგუფული 2015 წელს აირჩიეს. ის ტანზანიის მეხუთე პრეზიდენტი იყო. 

მაგუფულის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტის პოსტს ვიცე-პრეზიდენტი, სამია სული-ჰასანი დაიკავებს. 

მსგავსი სიახლეები