43 სახელმწიფო ჩინეთს უიღურების შევიწროებისთვის აკრიტიკებს
გაეროში 43 ქვეყნის დელეგაცია ჩინეთის ხელისუფლებას უიღურების - სინძიანის პროვინციაში მცხოვრები მუსლიმი ეთნიკური უმცირესობის - შევიწროებისთვის აკრიტიკებს და რეგიონში დამკვირვებლების გაგზავნას მოითხოვს.
განცხადებაში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საფრანგეთის წარმომადგენელმა წაიკითხა, საუბარია „სარწმუნო მტკიცებულებებზე“, რომ ჩინეთი მილიონამდე უღიურს „გამოსასწორებელ ბანაკებში“ აცხოვრებს.
გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში ავსტრალიური კვლევითი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ პეკინის „რეპრესიული სტრუქტურების“ მსხვერპლი სულ მცირე მილიონ 8-სიათასი უიღური გახდა.
საპასუხო განცხადებას ავრცელებს კუბაც, რომელიც სინძიანში ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას „ქვეყნის შიდა საქმედ“ მოიხსენიებს და დასავლურ ქვეყნებს დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. მიმართვას ხელს აწერს 63 ქვეყნის დელეგაცია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი სინძიანში ფაქტების დამდგენი დელეგაციის გაგზავნას 2018 წლის დეკემბრიდან ითხოვს.