აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში ჩასვლას აპირებს - მედია
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აგვისტოში ტაივანს შეიძლება ეწვიოს, წერს ამერიკული მედია.
პელოსი აზიურ ტურნეს თავდაპირველად აპრილში გეგმავდა, თუმცა სპიკერის გეგმები კორონავირუსით ინფიცირების გამო შეიცვალა.
აგვისტოს ტურნეს ფარგლებში პელოსი ტაივანის გარდა რეგიონში აშშ-ს კიდევ ერთ წამყვან მოკავშირე იაპონიაშიც ჩავა.
თუ პელოსი კუნძულზე ჩასვლას გადაწყვეტს, ეს 1997 წლის შემდეგ მსგავსი რანგის მოხელის პირველი ვიზიტი იქნება.
25 წლის წინ ტაივანს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნიუტ გინგრიჩი ეწვია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონი ვიზიტის „შესაძლო უარყოფითი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა.
პეკინი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ტაივანზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე საუბრობს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ს ტაივანს თავდაცვაში დაეხმარება.