ავიაიერიშამდე რამდენიმე დღით ადრე, ხამენეიმ ნასრალა გააფრთხილა ლიბანი დაეტოვებინა
ისრაელის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა გააფრთხილა ლიბანი დაეტოვებიენა და ახლა ღრმად არის შეშფოთებული ისრაელის ინფილტრაციით თეირანის მაღალ სამთავრობო წრეებში.
Reuters-ს ირანის ხელისუფლებიდან წყარომ განუცხადა, რომ 17 სექტემბერს, "ჰეზბოლას" პეიჯერების აფეთქებისთანავე, ხამენეიმ ლიბანში ისრაელის ელჩს მისწერა, რომ ჰასან ნასრალა დაერწმუნებინა ირანში წასულიყო, რადგან მას სადაზვერვო ცნობები გააჩნდა, რომ ისრაელს "ჰეზბოლაში" აგენტები ჰყავდა და მის მოკლვას გეგმავდა.
გამოცემის წყაროს ცნობით, ხამენეის გზავნილი ნასრალას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსმა მეთაურმა, ბრიგადის გენერალი აბას ნილფორუშანმა გადასცა, რომელიც ნასრალასთან ერთად იმყოფებოდა ბუნკერში, როდესაც ის ისრაელის ავიაციამ 27 სექტემბერს დაბომბა და ისიც მოკვდა.
"ჰეზბოლას" გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა (მარცხნივ) ხელზე კოცნის აიათოლა ალი ხამენეის, თეირანი, 2000 წლის ივლისი
ისრაელმა სამშაბათს სამხრეთ ლიბანში "შეზღუდული" სახმელეთო ოპერაცია დაიწყო "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
ნასრალას მკვლელობა ისრაელის ორკვირიან დარტყმებს მოჰყვა, რომლის შედეგადაც განადგურდა ტერორისტული ორგანიზაციის რაკეტების გამშვები მოწყობილობები, საბრძოლო მასალის საცავები, ასევე "ჰეზბოლას" უმაღლესი სამხედრო სარდლობის უდიდესი ნაწილი.
Reuters წერს, რომ ისრაელის აგენტურის შიშით ძალიან გართულდა კომუნიკაცია ირანსა და "ჰეზბოლას" შორის.
1980-იან წლებში ირანის მხარდაჭერით დაარსებული "ჰეზბოლა" დიდი ხანია ანტი-ისრაელური ალიანსის ყველაზე ძლიერი წევრად მიიჩნევა.
ისრაელის დარტყმების შედეგად შექმნილი ქაოსი ართულებს "ჰეზბოლას" ახალი ლიდერის არჩევას, რადგან არსებობს შიში, რომ აგენტურული ქსელის გამო ისიც მარტივი სამიზნე გახდება.